სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები ერდოღანის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ
სტამბოლის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ახალი რექტორის დანიშვნას აპროტესტებენ.
დემონსტრაციის მონაწილე ასობით სტუდენტი და ოცამდე თანამშრომელი აცხადებს, რომ თურქეთის წამყვანი სასწავლო დაწესებულების რექტორად მელიჰ ბულუს დამიშვნა არადემოკრატიულია.
4 იანვარს უნივერსიტეტის შესასვლელში სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. მოგვაინებით, პოლიციამ 24 საცხოვრებელ სახლში რეიდები ჩაატარა და 17 ადამიანი დააკავა, მათ შორის ბოგაზიჩის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი.