სტაფან დე მისტურა - აფრინის რეგიონში ქლორინის აირის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, დაუსჯელი არავინ დარჩება
სირიის აფრინის რეგიონში ქლორინის აირის გამოყენების დადასტურების შემთხვევაში, დაუსჯელი არავინ დარჩება, – ამის შესახებ სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტაფან დე მისტურამ განაცხადა.
„არის ბრალდებები ქლორინის გამოყენებაზე ღუტაში, იდლიბში და ახლა უკვე აფრინში. ჩვენ არ შეგვიძლია დამოუკიდებლად შევამოწმოთ ეს ბრალდებები, მაგრამ თუ დადასტურდება, ეს აღმაშფოთებელი იქნება და დაუსჯელი არავინ დარჩება“, – აღნიშნა სტაფან დე მისტურამ.
აფრინის რეგიონში მომწამვლელი გზის გამოყენებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. თურქულმა მედიამ ქლორინის გამოყენებაში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ დაადანაშაულა. ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა ბრალდებები უარყვეს და აღნიშნეს, რომ თურქეთის არმიამ შეიკარუზეს ზონა ქლორინის გაზის შემცველი საარტილერიო ჭურვებით დაბომბა.