შეხვედრა 85 წლის შემდეგ - პირველი ქართველი რეჟისორი ქალის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი ეკრანს უბრუნდება
შეხვედრა 85 წლის შემდეგ - პირველი ქართველი რეჟისორი ქალის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი ეკრანს უბრუნდება

საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი „უჟმური“ 85 წლის შემდეგ ეკრანს უბრუნდება.

ფილმის ჩვენება 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ არქივში ნუცა ღოღობერიძის ქალიშვილის, ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება.

ნუცა ღოღობერიძის პირველი ფილმი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს დაუბრუნდა, „ბუბა“ იყო.

პროექტი „ქართული კინომემკვიდრეობის დაბრუნება“ 2016 წელს დაიწყო. სულ ჩამოტანილია 34 ფილმი.

კინოცენტრმა გადაწყვიტა, ლანა ღოღობერიძის 90 წლის იუბილესთვის საჩუქარი გაეკეთებინა და სწორედ ამიტომ შეირჩა ფილმი „უჟმური“.

ფილმის დაბრუნების შემდეგ მოხდა ფირის დიგიტალიზაცია, ციფრულ მატარებელზე გადატანა. დედის ფილმს პრემიერაზე ლანა ღოღობერიძე პირველად ხვალ ნახავს. დახურული პრემიერის შემდეგ კი, 2019 წელს მოსკოვიდან ჩამოსული კინომემკვიდრეობის ფილმების ჩვენება ეროვნულ არქივშია დაგეგმილი .