სსფ-ის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებით, საქართველომ 18 ინდიკატორში საუკეთესო პრაქტიკა აჩვენა
ბიუჯეტის გამჭირვალობისა და სრულყოფილი საბიუჯეტო დოკუმენტაციის საჯაროობის კუთხით, მნიშვნელოვანია მიმდინარე წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, შეფასება ფინანსთა სამინისტროს თხოვნით ჩატარდა და მოიცავდა 36 ინდიკატორს, სამი მიმართულებით: ფისკალური ანგარიშგება, ფისკალური რისკების ანალიზი, ფისკალური პროგნოზირება და ბიუჯეტირება.
„36 ინდიკატორიდან, ქვეყანამ 18 ინდიკატოში საუკეთესო ან კარგი პრაქტიკა აჩვენა, ხოლო მხოლოდ 8 ინდიკატორი ეხება საკითხებს, რაც საჭიროებს სათანადო ღონისძიებების დანერგვას. სავალუტო ფონდთან ერთად მომზადდა სამოქმედო გეგმა 2020 წლამდე პერიოდისათვის, რომლის განხორციელება, სრულად აღმოფხვრის გამოვლენილ ხარვეზებს,“ – განაცხდა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.