სალომე სამადაშვილი - ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა, ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან
ეს ანგარიში კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ტალიავინის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ანგარიში მომზადდა გასაიდუმლოებულად და, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია ჰქონდა.
„ანგარიში მომზადდა აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად, მათ შორის, ქართულ მხარეს ამ ანგარიშთან დაკავშირებით არაერთი პრეტენზია ჰქონდა მაშინვე, როდესაც გამოქვეყნდა. ამ ანგარიშთან მე იგივე პრეტენზია მაქვს, რაც მის ავტორს აქვს დღეს ანგარიშთან, რომ კარგად გამოიყენა რუსეთმა. ეს არის ჩემი პრეტენზია არა ტალიავინის ანგარიშთან, არამედ რუსულ ხელისუფლებასთან“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.