სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ ლუბლიანას ქუჩაზე.
პირველი არხის ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა. მამაკაცმა ადგილზე მისულ სამართალდამცველსაც ესროლა, საპასუხო სროლისას კი თავად დაიჭრა.
პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ოჯახური კონფლიქტის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.