„სქაი ნიუსი“ - სანქციების მიუხედავად, ბრიტანელი მწარმოებლების ძვირად ღირებული მანქანების იმპორტი რუსეთში კვლავ ხდება მესამე ქვეყნების გავლით
„სქაი ნიუსი“ - სანქციების მიუხედავად, ბრიტანელი მწარმოებლების ძვირად ღირებული მანქანების იმპორტი რუსეთში კვლავ ხდება მესამე ქვეყნების გავლით

სანქციების მიუხედავად, ბრიტანელი მწარმოებლების ძვირად ღირებული მანქანების იმპორტი რუსეთში კვლავ ხდება მესამე ქვეყნების გავლით, როგორიცაა აზერბაიჯანი, – ამის შესახებ აღნიშნულია „სქაი ნიუსის“ სტატიაში.

სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანული მანქანების რუსეთში პირდაპირი ექსპორტი ნულამდე დაეცა, ამას მოჰყვა ავტომობილების ექსპორტის შესაბამისი ზრდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით  – აზერბაიჯანში.

„სქაი ნიუსი“ წერს, რომ გასულ წელს ბრიტანეთიდან აზერბაიჯანში 273 მილიონი ფუნტის ღირებულების ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, რაც 1 860 პროცენტით მეტია რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა ხუთწლიან პერიოდთან შედარებით. სტატიის თანახმად, ასევე შეინიშნება აზერბაიჯანიდან რუსეთში მანქანების ექსპორტის უპრეცედენტო ზრდა.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, აზერბაიჯანში ექსპორტირებული ბრიტანული მანქანების საშუალო ღირებულება 100 000 ფუნტ სტერლინგს აღემატებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მანქანები ძირითადად ძვირად ღირებულია.