„სქაი ნიუსი“ - ნატო-ს წევრი ქვეყნების ორ მესამედს ჯერ კიდევ არ გაუზრდია თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ მცირე, ორ პროცენტამდე
ნატო-ს 31 წევრი ქვეყნის ორ მესამედს ჯერ კიდევ არ გაუზრდია თავდაცვის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის, სულ მცირე, ორ პროცენტამდე, – ამის შესახებ აღნიშნულია „სქაი ნიუსის“ სტატიაში. სტატიის თანახმად, ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში, ირანთან დაკავშირებული კონფლიქტი მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში და არის რისკები მზარდი ძლიერი ჩინეთის გამო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ნებისმიერი შეჭრის მიმართ ყველაზე დაუცველი ქვეყნები – ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი – ყველა წარმატებულად გაივლის ნატო-ს ხარჯების გამოცდას.
ნატო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გერმანიამ 2023 წელს თავდაცვაზე მშპ-ს ორი პროცენტი არ დახარჯა, თუმცა პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს ხარჯები მიზნობრივ მაჩვენებელს გადასცდება. ორპროცენტიან მაჩვენებელს ასევე ჩამორჩებიან საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, დანია, პორტუგალია, ბელგია და სხვა ქვეყნები.