„სქაი ნიუსი“ - დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკ „ჩელენჯერ 2“-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ტანკ „ჩელენჯერ 2“-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო ტანკების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, საუბარია „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის ათი ტანკის გადაცემაზე.
ექსპერტების თქმით, თავად ეს ნაბიჯი ფრონტზე სიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის, თუმცა ის იქნება სიგნალი და მაგალითი ნატო-ს სხვა მოკავშირეებისთვის, რის შემდეგაც, შესაძლოა, მათაც იფიქრონ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესაძლებლობაზე.