სქაი ნიუსი - ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ
ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 1000 საწოლიან ჰოსპიტალს ექვს დღეში ააშენებენ. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი საავადმყოფოს მშენებლობა 23 იანვარს ღამით დაიწყო. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ჰოსპიტალი პაციენტებს 3 თებერვალს მიიღებს.
სამუშაოებში 45 ერთეული სამშენებლო ტექნიკა მონაწილეობს.
როგორც პეკინში ამბობენ, საავადმყოფოს მშენებლობის დროს წინასწარ გამზადებულ და ჩამოსხმულ კონსტრუქციებს გამოიყენებენ, რაც პროცესს დააჩქარებს.
ახალი საავადმყოფოს გახსნა უხანში ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო, სამედიცინო დაწესებულებებში საწოლების დეფიციტის მიზეზით გახდა საჭირო.