ამერიკულ სოლტ-ლეიკ-სიტიში, ბიატლონში მსოფლიო თასის მერვე ეტაპი დაიწყო. დღეს, სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა მოიგო. მეორე ადგილზე ფინელი კაისა მაკარაინენი გავიდა, მესამე კი გერმანელი ბიატლონისტი ჰილდებრანდი იყო.
ხვალ, 15 თებერვალს სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე გაიმართება.