”სპორტული გორი 2017” — საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილია
”სპორტული გორი 2017” — საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილია

29 დეკემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გაერთიანების მიერ ორგანიზებული ღონისძიება ,,სპორტული გორი 2017″ გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერია და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია.

გორის წლის საუკეთესო სპორტსმენად მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი დაასახელეს, საუკეთესო მწვრთნელად მისი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი აღიარეს, ხოლო გუნდად – სარაგბო ,,ჯიქი”. ღონისძიება ,,სპორტული გორი 2017″ გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.

თეატრის შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესოები ათ ნომინაციაში გამოავლინეს. საუკეთესო ახალგაზრდა ვაჟი გახდა გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), საუკეთესო ახალგაზრდა გოგონა – მარიამ კარელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), საუკეთესო მსაჯი – ნიკოლოზ ზაუტაშვილი (ძიუდო), საუკეთესო არაოლიმპიელი – პაატა ღვინიაშვილი (ქართული ჭიდაობა), საუკეთესო მოთამაშე-მწვრთნელი – ციალა ქასოშვილი (ჭადრაკი), საუკეთესო ორგანიზაციისთვის კი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონი გამოარჩიეს.

,,სპორტული გორი 2017″-ის ორგანიზატორებმა გორში სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს გურამ პაპიტაშვილს, გივი ზაუტაშვილს, თენგიზ ხუბულურს, ნუგზარ სხირელს, გია თენაძეს, ავთანდილ შოშიაშვილსა და გიორგი კანდელაკს.

სპეციალური ჯილდოები მიიღეს გორელ სპორტსმენთა ხუთეულმა – ლადო ხინჩეგაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა.