სპორტის სასახლესთან „გლოვოს“ კურიერებმა აქცია გამართეს
სპორტის სასახლესთან „გლოვოს“ კურიერებმა აქცია გამართეს

სპორტის სასახლესთან „გლოვოს“ კურიერებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები ფიქსირებული ტარიფის ზრდას ითხოვენ.

მათი განცხადებით, დღესვე „გლოვოს“ მენეჯმენტს შეხვდნენ და გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს, რაც საათობრივ ბონუსებს გულისხმობს.

რაც შეეხება ფიქსირებული ტარიფის ზრდას, ამაზე პასუხს „გლოვოს“ კურიერები 10 თებერვლისთვის ელოდებიან.

„დღევანდელი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ რამდენიმე თვის წინ იყო ტარიფების გარკვეული კლება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო ტარიფების ზრდა, ძველი ტარიფების დაბრუნება. იყო შეხვედრა ოფისთან, რის შემდეგაც მათ გვთხოვეს საკონსულტაციო დრო. სანამ ჩვენს მოთხოვნებზე პასუხი იქნება, მათ შემოგვთავაზეს სამოქმედო გეგმა, რომ გარკვეულ საათებზე მოხდებოდა ბონუსების ანაზღაურება, რადგან დაკომპენსირებულიყო ის დანაკლისი, რამაც გამოიწვია ეს პროტესტი. აქედან გამომდინარე, მოხდა დროებითი შეთანხმება. 10 თებერვლისთვის ველოდებით საბოლოო პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მიშა მამალაძემ.