სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპის პრიზიორი სპორტსმენები პრემიებს ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ
სპორტის სამინისტროსთან რამდენიმე სპორტსმენმა აქცია გამართა. ევროპის პრიზიორები გამარჯვების შემდეგ მისაღებ პრემიებს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ სამინისტრომ პრემიების გაცემის ვადა უკვე რამდენჯერმე გადაწია და აგვისტოში მისაღები თანხა შეიძლება დეკემბრამდე ვერ მიიღონ, რის გამოც, მათ შემდეგი ეტაპისთვის მომზადება დააგვიანდებათ.
სპორტის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ფულადი პრემიების გაცემა ყოველთვის ზაფხულის დასასრულსა და წლის დასასრულს ხდებოდა, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების დასრულების შესაბამისად.
„ეს ასე იყო შარშან და წელსაც ასე მოხდება. არანაირი პრობლემა არ არის. მთავრობის უახლოეს სხდომაზე საკითხი უკვე განიხილება. სანამ არ დამთავრდებოდა ყველა სპორტულ სახეობაში ევროპის ჩემპიონატები და არ იქნებოდა შეჯამებული, მანამდე ეს ვერ მოხდებოდა. ამ ფულად პრიზებს 500-ზე მეტი ადამიანი იღებს და მათ კარგად იციან, რომ ამის პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ აქ რამდენიმე ადამიანი წუხილის არის, რომლებიც სამწუხაროდ არიან არა სპორტული, არამედ პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი“, – განაცხადა სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.