სპორტის შეჩერების შესახებ ახალი ამბები დამთავრდა, რადგან შესაჩერებელი აღარაფერი დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაბრუნების ვადების შესახებ სიახლეების დრო დგება.
მიმდინარეობს რეგულარული მოლაპარაკებები და ცდილობენ ჩამოაყალიბონ გეგმები გაზაფხულისთვის და ზაფხულისთვის.
კონკრეტული ჯერჯერობით ცოტაა, თუმცა, გარკვეული წარმოდგენის შექმნა შეიძლება – როდის ვარაუდობენ დიდი სპორტის დაბრუნებას:
პრემიერლიგა – ივნისი
ლა ლიგა – 29 მაისი, 6 ივნისი ან 28 ივნისი
სერია A – 24 მაისი, 31 მაისი ან 7 ივნისი
ბუნდესლიგა – 2 მაისი ან 9 მაისი
ლიგა 1 – გადაწყდება 15 აპრილს
NBA – გადაწყდება მაისში
NHL – ზაფხულში
ფორმულა 1 – ზაფხულში
ჩოგბურთი – არა უადრეს 13 ივლისისა
UFC – 18 აპრილი