„მოსქოუ თაიმსი“ - სპეცსამსახურების რეკომენდაციით, ვლადიმერ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო
სპეცსამსახურების რეკომენდაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტის ტარება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „მოსქოუ თაიმსი“ ავრცელებს.
კრემლთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ღია სივრცეში რუსეთის პრეზიდენტი ჯავშანჟილეტს 2023 წლიდან ატარებს. ჯეიდ მილერმა, ბრიტანელმა უსაფრთხოების კონსულტანტმა, „მოსქოუ თაიმსის“ მოთხოვნით შეისწავლა პუტინის გამოსვლის ვიდეოკადრები 2024 წლის 9 მაისის აღლუმზე და მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის პრეზიდენტს ნამდვილად ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი.