თბილისში, სადგურის მოედანზე სპეცოპერაციის შედეგად, ერთი პირი დააკავეს. როგორც თვითმხილველებმა პირველ არხს განუცხადეს, მამაკაცი შეიარაღებული იყო და დაკავებამდე მან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
„თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან.