რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შემდეგ
18-საათიანი სპეცოპერაცია 60 წამში – დღის 6 მთავარი ფოტო
📌 18-საათიანი სპეცოპერაცია 60 წამში – დღის 6 მთავარი ფოტო
Posted by პირველი არხი on 2017 წლის 22 ნოემბერი, ოთხშაბათი
ორმხრივი სროლა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
სპეცოპერაცია თბილისში – რეფერალურ საავადმყოფოში ორი პირია გადაყვანილი
სპეცოპერაციის ადგილიდან დაცხრილული მანქანა გამოიყვანეს
სპეცრაზმის მუშაობა – სპეცოპერაციის კადრები
რა ვითარებაა კორპუსთან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა
პირველი არხის ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა
სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა
სავარაუდო, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბინაში იმყოფება სამი, ეროვნებით ჩეჩენი პირი, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ე.წ. ინგოროყვას კლინიკასთან იმყოფებიან დაჭრილის ახლობლები, რომელთა ინფორმაციით, სპეცრაზმელის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
სპეცოპერაციის ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გრძელდება
ინტენსიური სროლა სპეცოპერაციის ადგილზე
ვიდეომასალა – ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალები შეყავთ
ახალი კადრები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან, სადაც სპეცოპერაცია გრძელდება
სპეცტექნიკა და სპეცრაზმელები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
პირველი არხის ჟურნალისტი გურამ როგავა – სპეცოპერაციის სივრცეში მოხვედრა მოვახერხეთ, თავს შევიკავებ თქმისგან, სადაა განლაგებული სპეცრაზმი
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე პოლიციელები ამკრძალავ ლენტებს ახალ ტერიტორიებზეც აბამენ
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება
ცეცხლმოკიდებული ბინა – ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან
სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ერთი მანქანა მივიდა
ფოტოამბავი – რა ხდება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოქალაქეებს იმ კორპუსის დატოვება სთხოვეს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია გრძელდება. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ის პირები იმყოფებიან, რომელთა აყვანის სპეცოპერაციაც მიმდინარეობს, პოლიციის ყვითელი ლენტი აქვს შემოსაზღვრული.
კორპუსის მცხოვრებლების ნაწილი შენობაში რჩება, ხოლო მათ, ვინც დაკავების ოპერაციის დროს კორპუსში არ იმყოფებოდნენ, სამართალდამცავები შენობაში შესვლის საშუალებას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ აძლევენ.
სუს-ი – პირებმა, რომელთა დაკავებაც მიმდინარეობს, ცეცხლი გახსნეს, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
პირველი არხი დეტალების დასაზუსტებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში, ამ ეტაპზე, კომენტარს არ აკეთებენ.