სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 19 დეკემბერს, ქალაქ ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არასრულწლოვანების მიმართ განხორციელებული უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.