სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მადრიდში საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, პირველ მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან და გენერალური ინსპექციის უფროს გიორგი ნოზაძესთან ერთად, ქალაქ მადრიდში „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“ (ICIN) რიგით მესამე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
სისხლის სამართლისსაქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის (ICIN) საქმიანობის მიზანს საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენის, პრევენციის და ეფექტიანი გამოძიების თაობაზე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ქსელის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ოპერატიული ინფორმაციის გაზიარების, საგამოძიებო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების და თანამედროვე ტენდეციების თაობაზე იმსჯელეს.
გენერალური ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 წლის განმავლობაში საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოთა ქსელს ესპანეთი უხელძღვანელებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური „სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საერთაშორისო ქსელის“(ICIN) წევრი 2023 წელს, წევრობის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემდეგ გახდა.
ყოველწლიურ შეხვედრას ქართული მხარის გარდა, შვედეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ნიდერლანდების დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს, დიდი ბრიტანეთის მეტროპოლიტენის პოლიციის, დანაშაულის ეროვნული სააგენტოს, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალური ინსპექციის, ესპანეთის ნაციონალური პოლიციის, ასევე, ჩეხეთის, გერმანიის,დანიის და ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.