სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც მიიყენა დაზიანება
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - ჩვენი ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც მიიყენა დაზიანება

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სპეციალური საგამოძებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩანა კვარაცხელიამ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამ წუთებში ატარებს გადაუდებელ საგამოძებო მოქმედებებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მისამართით ცეცხსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა დაზიანება. ის ამჟამად გადაყვანილია საავდმყოფოში. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება 11პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედება. რაც შეეხება დამატებით დეტალებს, ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას. შემთხვევას შეესწრო გარდაცვლილის ორი არასრულწლოვანი შვილი და კიდევ ერთი პირი“, – განაცხადა სპეციალური საგამოძებო სამსახურის წარმომადგენელმა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა.