სპეციალური საგამოძიებო სამსახური - სამსახურის ძირითადი საიტი, ამ ეტაპზე განახლების პროცესშია, საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, ამ ეტაპზე განახლების პროცესშია, საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
„სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოდ განისაზღვრა. 1 მარტიდან, ასევე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.
საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორაცია, რომსპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდიდან -https://sis.gov.ge/ka/, რომელიც იყო შექმნილი მხოლოდ საგამოძიებო მიმართულებისთვის, წაშალა ყველა ინფორმაცია.