სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ვიდეოკადრებს ავრცელებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ არ ემორჩილება დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მითითებებს, იქცევა აგრესიულად და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.