სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერება ბუპრენორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განისაზღვრება
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერება ბუპრენორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მოამზადა, რომელიც 21 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინება.
მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად – 0,0012 გრ.; 0,012 გრ. და 0,12 გრ.
ინიციატორი განმარტავს, რომ საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ბუპრენორფინით ჩანაცვლებითი თერაპიის დროს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მისი საშუალო დღიური დოზაა 5-8 მილიგრამი და ამ მონაცემზე დაყრდნობით, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ახალი ოდენობები განისაზღვრა შემდეგნაირად – 0.005, 0.05, 5 მგ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიღების საფუძველზე განაჩენის გადასინჯვის შედეგად შესაძლოა, გარკვეული კატეგორიის პირები გათავისუფლდნენ პენიტენციური დაწესებულებებიდან.