სოზარ სუბარმა ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
სოზარ სუბარმა ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი  და ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე წალკის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

სოზარ სუბარი წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში მაკარაძეების  9-სულიანი ოჯახისთვის სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც  დაესწრო.

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში  შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.  

ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

 მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, სახლი 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.