სოზარ სუბარი - შალვა ნათელაშვილი ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში არშემოსვლით პარლამენტარიზმს აბუჩად იგდებდა და ახლაც უნდა, თავისი შემოსვლით, იგივე გააკეთოს
სოზარ სუბარი - შალვა ნათელაშვილი ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში არშემოსვლით პარლამენტარიზმს აბუჩად იგდებდა და ახლაც უნდა, თავისი შემოსვლით, იგივე გააკეთოს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნება” ვის შეუწყვეტს სადეპუტატო უფლებამოსილებას და ვის არა, ამ საკითხზე მმართველი გუნდი ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა თავად უნდა, შალვა ნათელაშვილი კი ამ თემას აბუჩად იგდებს.

„ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ერთიან გადაწყვეტილებას მივიღებთ. შალვა ნათელაშვილი ამდენი წლის განმავლობაში პარლამენტში არშემოსვლით პარლამენტს და პარლამენტარიზმს აბუჩად იგდებდა და ახლაც უნდა, თავისი შემოსვლით, იგივე გააკეთოს. ბუნებრივია, ამას გადაწყვეტილების მიღებისას გავითვალისწინებთ. ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით კი, გაცილებით სხვაა სიტუაციაა. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მისაღები და ვიმსჯელებთ, ვის შეუწყდება და ვის არა უფლებამოსილება”, – განაცხადა სუბარმა.