სოზარ სუბარი - საქართველო გადის ბეწვის ხიდზე, შევინარჩუნებთ თუ არა მშვიდობას, ამაზეა დამოკიდებული, იარსებებს თუ არა საქართველო, ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი სალონიკიში ემიგრანტებს შეხვდა.
სოზარ სუბარის თქმით, ემიგრანტები განსაკუთრებულად გრძნობენ სამშობლოს განსაცდელს.
„დღეს საქართველო გადის ბეწვის ხიდზე, შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ – არა. ამაზეა დამოკიდებული, იარსებებს თუ არა საქართველო და ეს კარგად აქვს გასიგრძეგანებული ყველა ემიგრანტს. განსაკუთრებით ემიგრანტებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან სამშობლოს. იმედი მაქვს, ეს ოფისი გააგრძელებს ფუნქციონირებას მას შემდეგაც, რაც არჩევნები ჩაივლის და ეს იქნება ერთგვარი ხიდი სამშობლოსა და სამშობლოს დროებით მოწყვეტილ ადამიანებს შორის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.