სოზარ სუბარი - ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება ლოგიკაში, კალანდარიშვილის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა
სალომე ზურაბიშვილის ლოგიკა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. გიორგი კალანდარიშვილი არის ადამიანი, რომლის მიმართ ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე კითხვა არ არსებობდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, მისთვის გაუგებარია, რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
„რა ლოგიკას მიჰყვება სალომე ზურაბიშვილი, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. თუმცა, გასაგებია, რომ ის იმეორებს იმ ნარატივს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს. მათი მიზანია, ამ ქვეყანაში რამენაირად სიმშვიდე არ დამყარდეს და იყოს მუდმივი არეულობა. ზურაბიშვილი რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, ბევრი რამ არ ჯდება იმ ლოგიკაში, რასაც ჰქვია ქვეყნის სტაბილური განვითარება და ეს ნაბიჯიც ამ ლოგიკის გაგრძელებაა“, – განაცხადა სუბარმა.
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.