სოზარ სუბარი - პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციით ხვდებიან სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ოპოზიცია ამით საკუთარ სახეს აჩვენებს
უკეთესი იქნებოდა, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობა არის სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება, – ამის შესახებ სამგორის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში საპროტესტო აქციით ხვდებიან სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, თუმცა ამით ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ სახეს აჩვენებს, მეტს არაფერს. უკეთესი იქნებოდა, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები და ეს ერთიანობა არის სწორედ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება, რომლის გარანტიც არიან სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი 17-18 ნოემბერს შედგება. ოპოზიცია 18 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავს.