სოზარ სუბარი - ოპოზიციის მხრიდან ვერ ვიხილეთ ვერც ერთი პროექტი, წინადადება, იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში
ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ვერც ერთი პროექტი, ვერც ერთი წინადადება ოპოზიციის მხრიდან ვერ ვიხილეთ დღემდე. ვერც ერთი ოპოზიციური პარტიისგან ვერ ვიხილეთ დღემდე. რატომ – იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ასეთი ხედვა, იციან, რომ აგებენ და ყველაფერი აგებული აქვთ 3 ოქტომბერზე, რომ როგორმე ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში, თუმცა, იმასაც ვერ აცნობიერებენ, რომ ხალხი არ გამოდის მათ დაძახილზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.