სოზარ სუბარი - ოპოზიციის მიზანი სახელმწიფო გადატრიალებაა, რევოლუციაზე ოცნებას ვერ ეშვებიან
დღევანდელმა აქციამ, ასევე ოპოზიციის განცხადებებმა რაღაც მოსალოდნელ ცხელ გაზაფხულზე, ვგულისხმობ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და არაერთი მათი წარმომადგენლის განცხადებას, რომ უნდა მიუვარდნენ პოლიციელებს სახლებში, უნდა დააშინონ მათი მშობლები, შვილები, ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რამდენად ფარისევლები არიან ისინი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ერთი მხრივ, ლაპარაკობს დიალოგზე და ამავე დროს რადიკალიზაციას განაგრძობს, რაც სოზარის შეფასებით, კანონის დაუმორჩილებლობაა.
„ერთი მხრივ, ლაპარაკობენ დიალოგზე და მეორე მხრივ, აგრძელებენ რადიკალიზაციას, რაც არის კანონის დაუმორჩილებლობა. ეს კარგად აჩვენებს, რომ მათ არ უნდათ დიალოგი, მათ არ უნდათ ქვეყანაში მშვიდობა. მათი მიზანი არის სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუციაზე ოცნება, რასაც ვერ ეშვებიან, მაგრამ ეს არ მოხდება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.