სოზარ სუბარი - ოკუპირებულ აფხაზეთში ინფექციის გავრცელების მასშტაბზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან იქ არ ხდება სკრინინგი, შემოწმება
ოკუპირებულ აფხაზეთში ინფექციის გავრცელების მასშტაბის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან იქ არ ხდება სკრინინგი, შემოწმება და ტესტების საკითხიც ბოლომდე გარკვეული არ არის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„ბუნებრივია, ეს ვერ იქნებოდა აფხაზეთში მაშინ, როდესაც რუსეთში პრაქტიკულად, მხოლოდ ახლა დაიწყეს აღიარება, რომ რუსეთი ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა როგორც მოსახლეობასთან, ისე იქაური ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და მათ მაქსიმალურად ვეხმარებით ყველაფერში, რაშიც დახმარება სჭირდებათ და, რაშიც თანახმა არიან, დახმარება მიიღონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.