სოზარ სუბარი - ნიკა მელია ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც რურუას გათავისუფლება და მელიას ციხეში დარჩენა უნდოდა
სოზარ სუბარი - ნიკა მელია ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც რურუას გათავისუფლება და მელიას ციხეში დარჩენა უნდოდა

ნიკა მელიამ თქვა, რომ მზად არის, ევროკავშირის გირაო მიიღოს, მეორე დღეს უარყო, მესამე დღეს თქვა, რომ ისევ მზად არის. ის ისევ მოექცა იმ ოპოზიციის ზეგავლენის ქვეშ, რომელსაც უნდოდა, რომ რურუა გამოსულიყო და სურს, მელია დარჩეს ციხეში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია, სამწუხაროდ, ამ თამაშში მათ აჰყვა.

„რაც შეეხება ამნისტიაზე კანონპროექტებს შორის სხვაობას, სხვაობა პრაქტიკულად არ არის, ერთი და იგივეა ერთი ნაწილის გარდა. ეს არის დაზარალებულების თანხმობის საკითხი. მზად ვარ, ამაშიც გავყვე, მაგრამ უნდა ვიყოთ ერთნაირები ყველაფერში. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ დაზარალებულის თანხმობაა საჭირო, მზად ვარ, მათ კანონპროექტს ხმა მივცე, მაგრამ დაზარალებული პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს საჭირო, როცა მათზე თავდამსხმელებს ვასამართლებთ. ოპოზიციის მიმართ თხოვნა მექნება, ჩვენს მედიატორებს ჰკითხონ – ამ სახით კანონპროექტის მიღება მედიაციით მომზადებული დოკუმენტის შესრულებაა?! თუ შესრულება არ იქნება, გამოდის, რომ მათ წინადადებას ვერ დავეთანხმებოდი“ – განაცხადა სუბარმა.