სოზარ სუბარი - ნიკა გვარამია ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები
სოზარ სუბარი - ნიკა გვარამია ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ნიკა გვარამიას მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, გვარამია იმ რეჟიმის არა მხოლოდ გამხმოვანებელი, არამედ შემოქმედი იყო და მხოლოდ აღიარება მისგან საკმარისი არ არის.

„ნიკა გვარამია მაშინდელი ხელისუფლების უბრალო გამხმოვანებელი კი არ იყო, შემოქმედი იყო იმ ბოროტებების და დანაშაულების, რომლებსაც ჩადიოდა სააკაშვილის ხელისუფლება. უშუალოდ შემოქმედი იყო ამ დანაშაულების, ისევე როგორც ამის გამმართლებელი – „გამპრავებელი“ იყო, როდესაც ის იყო პარლამენტში. ასე რომ, მარტო აღიარება არ უშველის, მან უნდა მოინანიოს კიდევაც, რომ საზოგადოებისთვის თვალის გასწორების უფლება ჰქონდეს. მან ჩვენებები უნდა მისცეს ამ ყველაფერზე. ის ისეთივე კრიმინალია, როგორც ადეიშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, სააკაშვილი და სხვები. ისინი იმ სისტემის შემოქმედები იყვნენ“, – განაცხადა სუბარმა.