სოზარ სუბარი - „ნენსკრა ჰესი“ აშენებული რომ ყოფილიყო, პირიქით, სტიქიას შეაკავებდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჭუბერში სტიქიის კავშირს “ნენსკრა ჰესის” მშენებლობასთან კატეგორიულად გამორიცხავს.
როგორც სოზარ სუბარი აცხადებს, „ნენსკრა ჰესი“ აშენებული რომ ყოფილიყო, პირიქით, სტიქიას შეაკავებდა.
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა დაწყებული არ არის და შესაბამისად, საფრთხე ვერ გაჩნდებოდა. ძირითადი ნაკადები, რომელიც მოდის, ჩვენ ვერტმფრენით დავათვალიერეთ. „ნენსკრა ჰესი“ არის იმ ადგილების ზემოთ, სადაც მდინარე ადიდდა. ჰესი რომ აშენებული ყოფილიყო, მხოლოდ თუ შეაკავებდა სტიქიას, ხელს არ შეუწყობდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.