სოზარ სუბარი - არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება, ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან
ჩვენ ნიკა მელიასა და სხვა ლიდერების ულტიმატუმებით რომ ვმოქმედებდეთ, თქვენ წინაშე ახლა არ ვიქნებოდი. ქვეყანას ვმართავთ იმ მანდატის შესაბამისად, რაც ხალხმა მოგვცა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სობარმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, რა მოთხოვნა აქვს მიხეილ სააკაშვილს.
„არანაირ ულტიმატუმზე ლაპარაკი არ იქნება. ისინი ამ ულტიმატუმებს დააყენებენ 24-48-72 საათით, მაგრამ შემდეგ გადადებენ და მუდმივად ახალ-ახალი ულტიმატუმებით იქნებიან. მამუკა ხაზარაძეს პარლამენტიდან წასვლაზე კი არ უნდა დაეწერა, პარლამენტში უნდა ყოფილიყო, რადგან აქ არის დიალოგის რეჟიმში, მაგრამ როცა პარლამენტში იყო, მისგან რაიმე განცხადება არ გვინახავს ქვეყნის მომავალზე მიმართული. არც ერთი კარგი წინადადება არ გვინახავს უკეთეს ვითარებაზე ორიენტირებული. მობრძანდნენ პარლამენტში და აქ ვისაუბროთ. მთელი საქართველო ვმარჩიელობთ, კაცი შიმშილობს და ვერ გავიგეთ, რა მოთხოვნა აქვს. იშიმშილო იმიტომ, რომ ცუდად გავხდები და კლინიკაში გადამიყვანე, – გაუგებარია. თუ იმისთვის შიმშილობს, რომ გაათავისუფლონ, შეუძლებელია, რადგან მისჯილი აქვს“, – განაცხადა სუბარმა.