სოზარ სუბარი - კაზრეთი და ბალიჭები საკარანტინო ზონად გამოიყო მხოლოდ იმიტომ, რომ იქ „არემჯი“ მუშაობს, ბევრი ადამიანია ერთად და ინფექციის გავრცელების საფრთხე გამოირიცხოს
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი განმარტავს, რატომ საკარანტინო ზონად გამოცხადდა კაზრეთი და სოფელი ბალიჭები.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სუბარმა განაცხადა, კაზრეთი და სოფელი ბალიჭები ცალკე საკარანტინო ზონად გამოცხადდა, რადგან ადგილზე კომპანია „არემჯი“ მუშაობს, ხდება ბევრი ადამიანის თავშეყრა და ინფექციის გავრცელების საფრთხე უნდა გამოირიცხოს.
„ეს გამოვყავით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მუშაობს „არემჯი“ და ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის. იმისათვის, რომ იქ გამოირიცხოს რაიმე სახის ინფექციის გავრცელების საფრთხე, ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები გამოყოფილია ცალკე ზონად“, – განაცხადა სოზარმა.