გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა კვლავ აკრძალულია, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

შეზღუდვა უკვე მესამე დღეა, მოქმედებს.

როგორც რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მაგისტრალზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.

„წელს რთული ზამთარია. მეშვიდედ გადაიკეტა გზა. 500-ზე მეტი სატვირთო დგას ორივე მხრიდან. დღის განმავლობაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს ცხელი საკვები მიეწოდებათ. ბავშვები გუშინ სასტუმროში გადაიყვანეს. სანამ გამოიდარებს, იქ დარჩებიან. ​მიუხედავად იმისა, რომ ​დღეს საღამოდან შესაძლოა, გამოიდაროს, ზუსტად ვერ ვიტყვით, როდის გაიხსნება გზა, რადგან სანამ ზვავსაშიშროება იქნება შენარჩუნებული, ტექნიკა მუშაობას ვერ დაიწყებს. სამაშველო სამსახურს 50-საწოლიანი კარავი ექნება, სადაც სითბოში იქნებიან“, – განაცხადა სოზარ სობარმა.