სოზარ სუბარი - დიდი ხანია, ვუყურებთ, რომ ნიკა მელია სრულიად სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეების ნაწილი, სხვა ხაზით,  რაც ხშირად მათ განცხადებებში ჩანს
სოზარ სუბარი - დიდი ხანია, ვუყურებთ, რომ ნიკა მელია სრულიად სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეების ნაწილი, სხვა ხაზით, რაც ხშირად მათ განცხადებებში ჩანს

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისათვის, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმები საკმარისი იყოს.

სოზარ სუბარმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას: „როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის ნაწილის და მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება იმის გამო, რომ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდეს.

„სააკაშვილს შეუძლია, ამ აზრების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება სულ მცირე ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში. სხვა საქმე არაფერი ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პილიტიკასთან დაკავშირებული, რადგან როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ კანონი ითვალისწინებს პროცედურის დაწყებას და  პარლამენტის მანდატის შეწყვეტას. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გამოჩნდება შემდეგ კვირაში.

ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისთვის, რომ თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შექმნან კომისია. იმ კომისიას, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება, რადგან ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი კომისია. არაფერი საფუძველი ამ კომისიის შექმნას არ აქვს. არსებობს სახელმწიფო ინსპეტორის სამსახური, რომელიც გააგრძელებს მუშაობას პირველი მარტიდან ახალ ამპლუაში. არსებობენ საგამოძიებო ორგანოები და თუ რამე დანაშაულს აქვს ადგილი, გამოიძებენ. მთელმა საქართველომ რაც იხილა, იქ ჩანს სავარაუდო დანაშაული, რომელსაც სჩადის პატიმარი სააკაშვილი და არ ჩანს არანაირი დანაშაული სასჯელაღსრულების თანამდებობის პირების მხრიდან, მაგრამ თუკი ლაპარაკია, რომ გამოქვეყნდეს სრული ჩანაწერი და იქ გამოჩნდეს ვინმეს დანაშაული, მეც ვეთანხები, დიახ, უნდა გამოქვეყნდეს. სააკაშვილთან ერთად, მეც მოვუწოდებ ინპსექტორის აპარატს, გამოაქვეყნოს სრული ჩანაწერი და საზოგადოებამ იცოდეს, რაც არის“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, დიდი ხანია ჩანს, რომ ნიკა მელია სრულიად სხვა ხაზით მიდის.

„მგონი, ძალიან დიდი ხანია, ვუყურებთ იმას, რომ ნიკა მელია სრულიად სხვა ხაზით მიდის, სააკაშვილი და მისი მომხრეების რაღაც ნაწილი, სხვა ხაზით და ეს ძალიან ხშირად მათ სტსტუსებში, განცხადებებში ჩანს. ზოგჯერ კი ცდილობენ, ერთმანეთს გადაეფარონ, მაგრამ უფრო ხშირად ეს ძალიან კარგად ჟონავს, ხან მაია ორჯონიკიძე დაწერს რაღაცას. ეს განხეთქილება ისედაც ჩანს“,  – განაცხადა სოზარ სუბარმა.