სოზარ სუბარი - დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან
გილოცავთ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.
სუბარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
„გილოცავთ! ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც გვეკუთვნის და რისთვისაც თავდაუზოგავი შრომა და დიდი ძალისხმევა გავწიეთ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობასთან ერთად მტკიცედ მიუყვება ევროპისკენ მიმავალ გზას და განუხრელად იცავს იმ კურსს, რომელსაც ქართველი ხალხი ირჩევს.
დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ დროს დაძლევადია ყველა წინაღობა, რომელიც მომდინარეობს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან.
და ბოლოს, მწამს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრიც მალე გახდება“, – წერს სოზარ სუბარი.
ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.