სოზარ სუბარი - ჩვენი ბევრი მეგობარი საქართველოს არ აღიქვამს სრულფასოვან ქვეყანად, გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები
ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრი სხვა ქვეყნებში, ვიდრე ქართული ანალოგია. მაინც, რატომ ატყდა ქართულ კანონზე ასეთი ხმაური?! – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგივე, კიდევ უფრო მკაცრი კანონი ევროკავშირის სახელმწიფოებსაც აქვთ მიღებული.
„ასეთი კანონი მიღებული აქვს დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთის ქვედა პალატამ უკვე მიიღო და ზედა პალატაც ძალიან მალე მიიღებს მსგავს კანონს. მისი მიღების აუცილებლობა ევროკავშირის დონეზე დადგა. ყველა ეს კანონი არის ბევრად უფრო ფართო, მეტად ყოვლისმომცველი და უფრო მკაცრი, ვიდრე ქართული ანალოგია. მაინც, რატომ ატყდა ქართულ კანონზე ასეთი ხმაური?! აქ მარტივი მიზეზია: ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ჩვენი ბევრი მეგობარი, საქართველოს არ აღიქვამს, როგორც სრულფასოვან ქვეყანას და როგორც თანასწორუფლებიან პარტნიორს – ისინი გვიყურებენ, როგორც ერთგვარ ნახევარკოლონიას, რომელმაც პირდაპირ უნდა შეასრულოს გარედან წამოსული ბრძანებები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.