სოზარ სუბარი - არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე, ვინც მაგალითად სვანების შესახებ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს?
სოზარ სუბარი - არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე, ვინც მაგალითად სვანების შესახებ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს?

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებას, რომელმაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის არასწორად ინტერპრეტირების მაგალითები მოიყვანა. ბითაძის თქმით, ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი იყო სვანების წარმოჩენა მკვიდრ მოსახლეობად (Indigenous people) და ამ მოტივით სვანეთში ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხის დასმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იგივეა, რაც ამერიკაში ინდიელების თემა.

სოზარ სუბარი ეთანხმება კოლეგის მოსაზრებას, რომ ტერმინი Indigenous people არასწორად გამოიყენება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა.

„კარგად განმარტა ქალბატონმა მაიამ, მაგრამ მინდა, დავაზუსტო კითხვა მოსახლეობისთვის – უბრალოდ, მკვიდრი მოსახლეობას კი არა, როცა Indigenous people-ზე საუბრობენ ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი, უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ და მითხარით, ვინც ამას აკეთებს, არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე?“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.