სოზარ სუბარი - არ ვიცი, რა მიზეზით გადადგა ზუგდიდის მერი, გარკვეული პოლიტიკური ამბიციები თუ გაუჩნდა, მისი გადასაწყვეტია
სოზარ სუბარი - არ ვიცი, რა მიზეზით გადადგა ზუგდიდის მერი, გარკვეული პოლიტიკური ამბიციები თუ გაუჩნდა, მისი გადასაწყვეტია

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ზუგდიდის მერის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მედიისგან შეიტყო. მისივე თქმით, გიორგი შენგელია პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული.

„მისი თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე თქვენგან გავიგე, ინფორმაცია არ მაქვს. შესაბამისად, არ ვიცი, რამ გამოიწვია. ამ ადამიანს კარგად ვიცნობ, ის ძირითადად იყო, როგორც მეურნე. პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული, სამეურნეო სფეროდან მოვიდა. როგორც მეურნე, კარგი მერი იყო, მაგრამ თუ გარკვეული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა ან პოლიტიკური მიკერძოება აქვს, მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, სუბარის თქმით, მისთვის უცნობია, ვის გუნდში გააგრძელებს საქმიანობას ზუგდიდის ყოფილი მერი.

„არ ვიცი, ვის გუნდში მიდის“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა.