სოზარ სუბარი - „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტში საუბარია 40 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამნისტია რამდენიმე ასეულ ადამიანს შეეხება
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარის სუბარის ინფორმაციით, ამნისტია დაახლოებით, ათასამდე პირს შეეხება.
როგორც სუბარმა განაცხადა, ჯამში საუბარია 40 მუხლზე.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი შემუშავებულია და ამ წუთის მდგომარეობით, საუბარია 40 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ამნისტია რამდენიმე ასეულ ადამიანს შეეხება, თითქმის ათასამდე. ეს არის ძირითადად არაძალადობრივი დანაშაულზებზე, ნარკოტიკულ დანაშაულზე, გასაღების გარდა. დანარჩენი ვნახოთ, მუშაობა გაგრძელდება და საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტი მიიღებს ამ კანონს“, – განაცხადა სუბარმა.
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 16 დეკემბერს დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.