სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო.

მისივე თქმით, ნიკა მელიას საქმეს არაფერი საერთო პოლიტიკასთან არ აქვს.

„შესაფასებელიც არაფერია. ჩემთვის იყო ძალიან მოულოდნელი და არასასიამოვნო. სრულდება ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურები, რომელსაც მართლა არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, გარდა იმისა, რომ ადამიანი, ვის მიმართაც სამართლებრივი პროცედურა მიდის, არის პოლიტიკოსი. დანაშაული შეიძლება პოლიტიკოსმაც ჩაიდინოს და არაპოლიტიკოსმაც. კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს ერთიანი და შეუვალი“, – განაცხადა სუბარმა.