„სოთბის“ აუქციონზე 1895 წლით დათარიღებული, პირველი კინოაფიშა გაიყიდება.
სარეკლამო პოსტერი, რომელიც ჰენრი ბრისპოტმა შექმნა, მაყურებელს პირველ კინოჩვენებაზე, ძმებ ლუმიერების სურათის პრემიერაზე იწვევდა.
მაშინ, პარიზში ფილმს 30 მაყურებელი ჰყავდა, ხოლო ქრონომეტრაჟი 20 წუთი იყო.
უნიკალური პოსტერი 28 აგვისტოს დაგეგმილ აუქციონზე გამოვა და მისი საწყისი ფასი 50 830 დოლარი იქნება.