სოსო რობაქიძე - მაგათ რაც ადამიანები დახოცეს, იმ მშობლებმა რომ შურისძიება დაიწყონ, უგულავას მღვდლები ეყოფა?
ბატონო უგულავა, ნუ დაიწყებ ქვეყნის არევას, ნუ დაიწყებ ნურავისზე შურისძიებას, თორემ ჩვენისთანა ხალხს გაეხსნება გზა, შურისძიებას, კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ და სისხლი სისხლის წილ – ნახავთ თქვენ, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.
„მინდა, გამოვეხმაურო უგულავას განცხადებას და ასევე, სააკაშვილის ძმების გამოსვლას, თუ როგორ აპირებენ ისინი ხალხის შეკრებას და გაერთიანებას მიხეილ სააკაშვილისთვის. უგულავამ რა განცხადებაც გააკეთა, რაც მაგათ ადამიანები დახოცეს, იმ მშობლებმა რომ შურისძიება დაიწყონ, უგულავას მღვდლები ეყოფა? საქართველოში კი არა მართლმადიდებელი ქვეყანა რაც არის და მღვდლები არიან, ის მღვდლები არ ეყოფათ მაგათ. იძახიან, რომ თუ მიშას რამე დაემართა, პირადად იძიებენ შურს. სხვათა შორის, ასეთ სიტყვებზე ადამიანებს პასუხს აგებინებენ და იბარებენ, სადაც საჭიროა, როცა სიკვდილით ემუქრბიან ადამიანები ერთმანეთს, მით უმეტეს უგულავასნაირ ადამიანებს.
მინდა, ვუთხრა ბატონ უგულავას, აიწონე სასწორზე, იმხელა ხარ და ორი გრამი ტვინი ხომ უნდა გქონდეს თავში, ბატონო უგულავა, ნუ დაიწყებ ქვეყნის არევას, ნუ დაიწყებ ნურავისზე შურისძიებას, თორემ ჩვენისთანა ხალხს გაეხსნება გზა, შურისძიებას, კბილი კბილის წინ და თვალი თვალის წინ, სისხლი სისხლის წინ – ნახავთ თქვენ. ადამიანები, რომლებმაც შავებში გამოაწყვეს მთელი ქვეყანა, დღეს ლაპარაკობთ, რომ თურმე შურს იძიებთ. საქართველოში ნომერ პირველი ჯალათი დღეს ზის ციხეში. მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო დღეს აქ, სულ მცირე 10 000 ადამიანი იქნებოდა უკრაინაში ქართველი გარდაცვლილი“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.
რობაქიძემ ასევე მიმართა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას.
„სააკაშვილების დედას მინდა, ვუთხრა, ქალბატონო გიული, კობა დავითაშვილს სასიკვდილოდ რომ სცემეს, დედა არ ჰყავდა მას? ირინა ენუქიძე დედა არ იყო? ბუტას დედა დედა არ იყო? გამცემლიძის დედა დედა არ იყო? ცინდელიანს საერთოდ საფლავი რომ არ აქვს, ამას აწერდა შენი შვილი ხელს, რომ აქრობდა ხალხს, იმას დედა არ ჰყავდა? შავები უნდა გეცვას და მათ საფლავებზე მუხლებით უნდა დახოხავდე, მთელი ნაცები, განსაკუთრებით თქვენი მოდგმა და ჯიში. ის ძმები, ორივე, სად იყვნენ მაშინ, როდესაც კვდებოდნენ მათი ტოლა ბიჭები, რომ ხოცავდა მათი ძმა? დაჩოქილი უნდა ითხოვდეთ შენდობას. გამოდიხართ დღეს და გინდათ ისევ ქვეყნის არევა. მიშას არ მოგაკვლევინებთო, ვითომ არ ჭამს აქ, გერმანიაში თუ წავა და ცილებს მიიღებს, აქ ვერ მიიღებს?
მიშას მინდა, ვუთხრა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყავი, ჯერ კრიშაზე გათრიეს უკრაინაში, მერე გორში იხოხე მუხლით, ახლა პატარა ბავშვივით ტირიხარ, ვაიმე ციხეში ვერ ვძლებო, როგორ შეიძლება, შენნაირი გარეწარი კაცი პირველი პირი იყოს. სააკაშვილს ვერავინ გაუშვებს, ვიდრე ამათი მშობლები, ვინც არიან მიწაში ჩადებული, ცოცხლები არიან, თორემ ვინც გაუშვებს, იმასაც გავუშვებთ მერე, იმ კაცმა უნდა აგოს პასუხი“, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.