სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს
რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრის თანამშრომლები კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს დაკითხვაზე ეტაპობრივად გადაყავთ.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ წუთებში ქვემო ქართლის პოლიციის მთავარ სამმართველოში ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს.
ბაზრობის თანამშრომლები პირველ არხთან საუბრისას ამბობენ, რომ მოკლული სოსო ქუთათელაძე გუშინ დილით მეწილეებთან ერთად ნახეს, რომელთა შორის იყო ისრაელის მოქალაქე უზი ნონისა, რომელიც შ.პ.ს „ერთობის“ 28 %ის მფლობელია. თავად გარდაცვლილი კი შ.პ.ს. „ერთობის“ 29%-ის მფლობელი იყო.
როგორც უზი ნონისამ პირველ არხთან განაცხადა, გარდაცვლილი მისი მეგობარი იყო და საეჭვო არაფერი შეუნიშნავს.
ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელი, ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო (სამსონ) ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული გუშინ იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ქუთათელაძის ცხედარი დაცვის თანამშრომელმა იპოვა.