სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთი პირი ადასტურებს
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთი პირი ადასტურებს

ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას პირველ არხს რამდენიმე წყარო უდასტურებს.

პირველი არხის კორესპონდენტის ცნობით, მათ შორის, ერთ-ერთი არის ადვოკატი, რომელიც არაოფიციალურ საუბრებში ამბობს, რომ მომხდარზე ერთი პირი დაკავებულია.

საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სოსო ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო.

გუშინ, პირველ არხს წყარომ განუცხადა, რომ საქმეზე ერთი პირი დაკითხვაზე გადაიყვანეს და ის ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.