ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფის” მიხედვით კვირის საუკეთესო თხუტმეტეულში ფულბეკის პოზიციაზე ქართველი სოსო მათიაშვილი მოხვდა.
“კანადის 55:24 დამარცხებით მილტონ ჰეიგის გუნდმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა. “ბორჯღალოსნებს” უელსელთა “პრინსიფალითი სთედიუმზე” დაამარცხება სურთ.
სოსო მათიაშვილმა ეროვნული რეკორდი დაამყარა, გააკეთა რა 34 ქულა (ორი ლელო, ექვსი გარდასახვა, ოთხი ჯარიმა). მისი მეორე ლელო, რომელიც შესანიშნავ დარტყმას მოჰყვა, გამაოგნებელი იყო” – წერს ტელეგრაფის ჟურნალისტი ჩარლი მორგანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ნოემბრის მეორე ტესტ მატჩს სტუმრად უელსთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.